ინგლისურმა „ლივერპულმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ მარცხენა მცველი კოსტას ციმიკასი შეიძინა. ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ლივერპულმა“ პირეოსელებს 13 მილიონი ევრო გადაუხადა, ბერძენს კი 21-ნომრიანი მაისური გადასცეს და ძალიან ბედნიერი იყო კონტრაქტის გაფორმებით:
„ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემთვის პატივია აქ ყოფნა და ყველაფერს გავაკეთებ მსოფლიოს უდიდეს გუნდში“, - აღნიშნა კოსტასმა.
გასულ სეზონში ციმიკასმა „ოლიმპიაკოსის“ რიგებში ჩატარებულ 46 თამაშში 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.