ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ინდიანა პეისერსმა". ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და 22-ქულიანი სხვაობით 114:92 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 5-წუთზე ოდნავ მეტი დრო გაატარა გოგა ბითაძემ. ხსენებულ დროში კი ქართველმა ცენტრმა საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა.
ნეიტ მაკმილანის გუნდში ყველაზე მეტი - 14 ქულა ვიქტორ ოლადიპომ ჩააგდო. ორმაგი დუბლი კი მხოლოდ ჯიმი ბატლერმა მიითვალა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 11 მოხსნა 5 პასია.
„ინდიანა პეისერსს“ 43 მოგების საწინააღმდეგოდ 28 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ინდიანაპოლისელები 13 აგვისტოს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძის გუნდს პლეი-ოფში თამაში უკვე გარანტირებული აქვს.