„რეალის“ ჭაბუკი ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „რეალ სოსიედადში“ გაატარა, მადრიდულ კლუბს დაუბრუნდება - გვამცნობს Marca.
ედეგორი სანსებასტიანურ კლუბში აღარ ითამაშებს, რადგან მისი თავის განკარგულებაში ხილვა ზინედინ ზიდანს სურს და პირადად ითხოვს ნორვეგიელის დაბრუნებას.
გასულ სეზონში 21 წლის ედეგორმა „სოსიედადის“ შემადგენლობაში 32 მატჩი გამართა, 4 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე პასით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ ედეგორი „რეალში“ 2015 წელს გადავიდა „სტრიომგოდსეტიდან.“ შემდეგ ის იჯარით თამაშობდა „ჰერენვენში“ (2017-18) და „ვიტესში“ (2018-19).