კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და 35 წლის პორტუგალიელმა კონკურენტებს სოლიდური სხვაობით აჯობა.
გასულ სეზონში „იუვემ“ სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეთექვსმეტედ მოიგო. რაც შეეხება რონალდოს, მან სერია A-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 31 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა კი ტურინელებმა „ლიონთან” ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ მერვედფინალში დაასრულეს და პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, რონალდო ამ ტურნირის მეოთხედფინალში არ იქნება.