Birmingham Live-ის ინფორმაციით, ფინანსური ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო, „მგლებს“ 2021 წლის ზაფხულამდე 30-მილიონიანი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევთ და მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე მოხვედრის შემთხვევაში გუნდს განაცხადში 25-ის ნაცვლად, მხოლოდ 23 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლება.
გარდა ამისა, „ვულვზს“ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 700 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
წლევანდელ სეზონში ნუნუ ესპირიტუს ხელმძღვანელობით, ეს გუნდი მაღალ დონეზე გამოდის და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „სევილია“ იქნება.