ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Essentially Sports-ი ავრცელებს.
„დალასის“ სლოვენიელი ლეგიონერი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც სამმაგი დაბლების მაჩვენებლით გალიდერდა.
„მილუოკისთან“ ოვერტაიმში 136:132 მოგებულ შეხვედრაში დონჩიჩმა თამაში 36 ქულით, 14 მოხსნით და 19 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და ლიგაში სამმაგი დუბლი კარიერაში მეჩვიდმეტედ შეასრულა, რითაც ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონის მიღწევა გააუმჯობესა.
დასავლეთ კონფერენციაში 42 მოგებითა და 30 წაგებით „დალასი“ მეშვიდე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას ლუკა დონჩიჩი და მისი თანაგუნდელები 10 აგვისტოს „იუტა ჯაზთან“ გამართავენ.