ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან უფრო ერთი მილიონი ფუნტი პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს, კევინ დე ბრუინს და დავიდ სილვას შეხვდება, ფეხბურთელებს კი 700 ან 500 ათასი ფუნტი გადაეცემათ.
„ქალაქელებმა" რამდენიმე დღის წინ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე საფრანგეთის „ლიონი“ იქნება. ევროპულ საკლუბო ტურნირებზე „სიტის“ არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთი ტიტული, თასების მფლობელთა თასი აქვს მოგებული, რომელიც მანჩესტერელებმა შორეულ 1970 წელს მოიპოვეს.