გვარამია ბაჩალიაშვილის დედას ეჭვის თვალით უყურებს: „საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ“

გვარამია ბაჩალიაშვილის დედას ეჭვის თვალით უყურებს: „საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ“

დეას კაპანაძის სახლის გაჩხრეკაზე არ გიფიქრიათ? – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას, რაზეც თეონა თამაზაშვილმა უპასუხა, რომ ის ენდობა დეას, ვინაიდან მის შვილს მასთან მყარი მეგობრობა აკავშირებდა.

„ეს ძალიან უცნაურია“ – აღნიშნა გვარამიამ.

„თქვენ იცით ისეთი რამ თქვენი შვილის შესახებ, რაც ჩვენ მოგვცემდა წინ წასვლის საშუალებას და ამაზე არ ასაუბრეთ ელისო კილაძეც. იქნებ გვითხრათ რაზეა საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ თქვენი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ქალბატონი ელისოც ესე ფიქრობს. მე არ ვიცი, რას გეუბნებათ მანდ, მაგრამ დანამდვილებით ასე ფიქრობს“, – მიმართა ნიკა გვარამიამ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს.

„მე რომ რამე ვიცოდე და არ გავუმხილო საზოგადოებას, მაშინ აქ არ ვიდგებოდი. ნათელი რომ მინდა მოეფინოს, იმიტომ ვდგავარ აქ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს. დეას და თამუნას შორის იმდენად მყარი მეგობრობა იყო, რომ იმედს ვიტოვებ, ის არ მალავს არაფერს“, – აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

mamago ჩაჯვი ნაცძირალა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კარმუშკინამ (ექსპერტიაო თქვეს) თქვა, შეიძლება ნემსი გაუკეთესო უბედურ გოგონას! ვიაღაცა ხართ ეს ნემსის გამკეთებლები, თუ ხართ საერთოდ, თითო ნემსი ამ გვარამიას და ე. კილაძესაც რომ გაუკეთოთ არ შეიძლება??!!
3 წლის უკან