ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსის“ ძლევის შემდეგ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს ყველაზე ლამაზი წაგება იყო.
„ჩვენ რაღაც ძლიერი გავაკეთეთ. პირველი თამაშის შედეგი მნიშვნელოვანი იყო, როდესაც პენალტით გავიტანეთ, ვიცოდით სად ვიყავით. პენალტმა „იუვე“ უფრო სახიფათო გახადა და შემდეგ მათ ჰყავთ რონალდუ, რომელმაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა. სიმშვიდე შევინარჩუნეთ და გუნდურად შედეგი მივიღეთ. ეს ჩემი ყველაზე ლამაზი წაგებაა ჩემპიონთა ლიგაზე.
ჩვენი პირველი ტაიმი, როგორც ახლა, ისე პირველ თამაშში შესანიშნავი დონის იყო. დიბალას გარეშე მათ უფრო მეტად გაუჭირდათ, ბედნიერები ვართ შემდეგ ეტაპზე გასვლით“, - თქვა გარსიამ.
აქვე გეტყვით, რომ „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.