ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა სავას პურსაიტიდისმა ისაუბრა. როგორც 44 წლის კვიპროსელი იხსენებს, ქართველი წარმოუდგენელი იყო და გაუმართლა, რომ მის გვერდით მოუწია თამაში.
„ჩემი გონებიდან გიორგი ქინქლაძე არასდროს წაიშლება და გამიმართლა, რომ მის გვერდით ვითამაშე. „ანორთოსისის“ მესი იყო, წარმოუდგენელი მოთამაშე. თემურ ქეცბაიამ გიორგი კვიპროსში ჩამოიყვანა, 10 კილოგრამით ზედმეტი წონა ჰქონდა, მაგრამ მაინც შეეძლო ფეხშიშველი ევარჯიშა. ჩვენთან გადმოსვლა დაეხმარა, რადგან მერე რუსეთში გააგრძელა კარიერა. ქინქლაძე საოცარი ფეხბურთელი იყო“, - თქვა პურსაიტიდისმა.
შეგახსენებთ, გიორგი ქინქლაძე „ანორთოსისის“ ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა (28 მატჩი, 2 გოლი) და იმავე პერიოდში იყო მისი თანაგუნდელი პურსაიტიდისი.