გოგა ბითაძე NBA-ს 3 ქულით დაუბრუნდა

გოგა ბითაძე NBA-ს 3 ქულით დაუბრუნდა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე 3 ქულით დაუბრუნდა. ქართველი ცენტრის „ინდიანა“ „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 99:114 დამარცხდა.

გოგამ პარკეტზე 10:41 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საინტერესოა, რომ ქართველმა ქულები ზუსტი სამქულიანით დააგროვა. ეს იყო ბითაძის პირველი მატჩი სეზონის რესტარტის შემდეგ.

„ინდიანა პეისერსს“ 42 მოგების საპირისპიროდ 27 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.