ოფიციალურად:

ოფიციალურად: "ინტერმა" სანჩესი "მანჩესტერისგან" გამოისყიდა

„ინტერმა“ ალექსის სანჩესის ტრანსფერის გამოსყიდვა ოფიციალურად დაადასტურა. ჩილელმა ფეხბურთელმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

32 წლის შემტევი ლომბარდიულ კლუბს ჯერ კიდევ შარშან შეუერთდა, ოღონდ იჯარით და მისი სატრანსფერო უფლებები ამ დრომდე „მანჩესტერს“ ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სანჩესმა სეზონის გარკვეული ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, ანტონიო კონტეს თავი მაინც მოაწონა. ალექსისმა ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ამასთან 10 საგოლე პასიც მიითვალა.