შაკირას ვაჟიშვილი გაუჩნდა

შაკირას ვაჟიშვილი გაუჩნდა

დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარული კოლუმბიელი მომღერალი შაკირა დედა გახდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია ბედნიერმა მამამ, კატალონიური „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, 25 წლის ხერარდ პიკემ საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გასხდა, რომ შაკირა-პიკეს წყვილი შვილს ელოდებოდა. ბავშვი 2013 წლის იანვრის დასასრულს უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ამ ქვეყანას გაცილებით ადრე მოევლინა.

პიკეს მტკიცებით, 35 წლის დედა და ახალშობილი თავს ჩინებულად გრძნობენ.

კოლუმბიელი მომღერალი და ესპანეთის ეროვნული გუნდის მცველი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან.

ჯერჯერობით უცნობია  ბედნიერი მშობლები ვაჟიშვილს რა სახელს დაარქმევენ.