რონალდუს პსჟ-ში ტრანსფერი კორონავირუსმა ჩაშალა

რონალდუს პსჟ-ში ტრანსფერი კორონავირუსმა ჩაშალა

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსის“ დატოვება ჰქონდა განზრახული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მისი გეგმები შეცვალა.

გავლენიანი ფრანგული გამოცემის, France Football-ის ცნობით, გასული წლის ოქტომბერში, „იუვენტუსისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ (2:1) მატჩის შემდეგ კრიშტიანუმ ტურინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იმედგაცრუებული გახლდათ.

პორტუგალიელი იმედოვნებდა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ მოახერხებდა გადასვლას, სადაც ნეიმარისა და კილიან მბაპეს დუეტთან ერთად თამაშის იდეა ძალია ხიბლავდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და ახლა რონალდუ იტალიის დატოვებას არ გეგმავს. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის ზედიზედ მესამე სკუდეტოს მოსაგებად მუშაობას უკვე იწყებს (ამჟამად ორი აქვს მოგებული).

შეგახსენებთ, რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირის ჩათვლით 45 მატჩში 35 გოლი გაიტანა.