ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დარჩენა გადაწყვიტა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დარჩენა გადაწყვიტა

38 წლის შვედი ფორვარდი უახლოეს დღეებში ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ხელფასის სახით წლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს და ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება საბონუსე სისტემაც, რაც იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი გოლების რაოდენობით განისაზღვრება.

თუ ზლატანმა ახლანდელი შედეგიანობა შეინარჩუნა, მაშინ მისი ხელფასი 6 მილიონ ევროს მიაღწევს, რასაც ის მოლაპარაკებების საწყის რაუნდშივე ითხოვდა.

ზამთარში როსონერისთან დადებული ნახევარწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ იბრაჰიმოვიჩმა 3 მილიონი ევრო მიიღო. იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში კი მის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.