სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
21 წლის ქართველი კალათბურთელი დაახლოებით 20 გუნდის წარმომადგენელს ესაუბრა.
NBA-ს ორი კლუბი ქართველს დრაფტის მეორე რაუნდში არჩევასაც დაჰპირდა, თუმცა საბოლოოდ მამუკელაშვილმა ერთი სეზონით „სეტონ ჰოლში“ დარჩენა გადაწყვიტა, რაც გარკვეულწილად იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ნიჭიერი კალათბურთელი დრაფტის შემჭიდროვებულ 70-კაციან სიაში ვერ მოხვდა.
გასულ სეზონში კოლეჯების ლიგაში მამუკელაშვილი საშუალოდ 12 ქულას და 6 მოხნას აგროვებდა.