ანაკლიის პორტში ჩაძირულმა ინვესტორებმა ამოყვინთეს და სახელმწიფოსგან 1 მილიარდს ითხოვენ

ანაკლიის პორტში ჩაძირულმა ინვესტორებმა ამოყვინთეს და სახელმწიფოსგან 1 მილიარდს ითხოვენ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ბობ მეიერი საქართველოსგან ერთ მილიარდ დოლარს ითხოვენ. მთავრობას თავი დამაჯერებლად უჭირავს. „ფრონტერასთან“ მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები შემართულნი არიან და ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ამ დავაშიც გამარჯვებული გამოვა.

კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საარბიტრაჟო სარჩელები შეაქვთ საქართველოს წინააღმდეგ. სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, „მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 9 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორი სარჩელით კონსორციუმი და ბობ მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1.0 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-ისა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“, - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

განახლებულ დავასთან დაკავშირებით კატეგორიული აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრის პოზიცია. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია და ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ მთავრობას ხელი შეუშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში.

„კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუ ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. მათ ვერ შეაგროვეს დაფინანსება და ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს, ახლა არის 2020 წელი, როდესაც, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ კონსორციუმმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობის ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოწყებულ საარბიტრაჟო დავას პროვოკაციულს უწოდებს და ამბობს, რომ პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს.

„პირველ რიგში, ანაკლიის პროექტის განხორციელების მსურველი ქართული სახელმწიფო საქართველოა. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. საზოგადოებას დეტალები კარგად ახსოვს, კერძოდ, სახელმწიფოსა და კონსორციუმს, სახელმწიფოსა და ხაზარაძეს შორის ურთიერთობის, როცა ვადის გადაწევა არაერთხელ მოხდა, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციები სწორედ მამუკა ხაზარაძესა და კონსორციუმს უნდა განეხორციელებინათ. თავის მხრივ, სახელმწიფომ მის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა, კონსორციუმმა კი ვალდებულებები დაარღვია.

სახელმწიფო, მისი საინვესტიციო პოლიტიკა ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მომხიბვლელი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტიციებისთვის. რამე სახის პროვოკაციული დავა გავლენას ამაზე ვერ მოახდენს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარალელი „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავასთან გაავლო. ცნობილია, რომ არბიტრაჟმა გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო მაშინ, როცა ატეხილი იყო აჟიოტაჟი, თითქოს სახელმწიფო კომპანიის უფლებებს არღვევდა.

„მთელი აჟიოტაჟი იყო ატეხილი „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მის უფლებებს არღვევს, ზღუდავს და ა.შ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არბიტრაჟმა გადაწყვეტილება სწორედ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ ნასროლი შავი პიარი უკან არავის წაუღია. ეს სამწუხაროა და ზოგიერთი ექსპერტისა და მედიასაშუალების მიკერძოებულობაზე მიუთითებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მორიგ დაპირისპირებას აფასებენ ანალიტიკოსებიც. ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას აზრით, წამოწყებული დავა „ლოკალური დონის კინკლაობას ჰგავს“, მთავრობა კი შეეცდება, რომ ეს საქმე რაც შეიძლება, დიდხანს გაწელოს.

„ეს ყველაფერი ძალიან ლოკალური დონის კინკლაობაა, ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლება ამას არ გადაიხდის და ბუნებრივია, ვალდებულებას არ აიღებს, თუმცა ამ პროექტის შეჩერება რატომ მოხდა, ესეც, ალბათ, მალე გამოჩნდება.

უფრო გეოპოლიტიკური თამაშია, მთავრობა შეეცდება, დავა რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს. ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს, შემდგომ კი უკვე მთავარი იქნება, მთავრობა ამ პროექტის ახალ შემსრულებლად ვის დაასახელებს. იქ რეალურად გამოჩნდება, საქართველოს მთავრობა რეალურად ვისი გეოპოლიტიკური ინეტერესების მხარეს დგას.

თუ მოხდა და ამ პროექტში ამერიკული ინტერესების გამომხატველი ძალა ჩაერთო, ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და უბრალოდ შეიძლება მოხდეს ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაითვალისწინონ.

ასე რომ, ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ლაკმუსის ქაღალდია ამჟამინდელი ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსისა“, - განაცხადა მაისაიამ.

სხვაგვარად აფასებს მოვლენებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ გველოდება უდიდესი პირდაპირი და ირიბი ფინანსური ზარალი. მისი აზრით, ანაკლიის საარბიტრაჟო დავა საქართველოსთვის იქნება უპრეცედენტოდ მძიმე, რადგან იქ თავი მოიყარა ყველა სისტემურმა პრობლემამ, რაც ლაიტმოტივად გასდევს უახლეს ისტორიას.

„აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ ზარალზე, რომელიც იმედია იმდენად სახელმწიფოს არ შეეხება, რამდენადაც ხელისუფლებას და მის ცალკეულ წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ხუხაშვილი მისთვის სასურველს მოსალოდნელად აცხადებს! მაგრამ როგორც ფრონტერას შემთხვევაში ვნახეთ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაც კი არაფერია?! მთავარია რას იტყვის მსოფლიოს ჰეგემონი სახელმწიფო! ვისაც ერთ ხელში უპყრია ბირთვულ ქობინიანი ხელკეტი და მეორეში დოლარის საჭრელი დაზგა, სიმართლეც იმის მხარეზეა!
4 წლის უკან
amo ხაზარაძე შე ეშმაკის მაშხალავ (ნეტავი სარკეში თუ იყურები, თან თავის ბილბორდებით რომ გაავსო ქალაქი), სულ თავში უნდა გირტყას (შენ და ნაცვლიშვილს, ის აჩკებიანი არ გამომჩეს) კაცმა ის ლ ე ლ ო ს ბურთი.
4 წლის უკან
Katana . კარგი სათაურია!
4 წლის უკან
ზურაბი აბა, ვინ ხართ წილში ამ მილიარდში. ხუხაშვილი არ დატოვოთ, შეჩვეულია მუქთა ფულებს, სამაგიეროთ რჩევებს მოგცემთ ნებისმიერ სფეროში.
4 წლის უკან
trampi მეც წილში ვარ ....................................................................ოღონდ მითხარით ფულის ასაღებად სად მივიდე ??
4 წლის უკან