"ატალანტა" სეზონს ლიდერის გარეშე დაასრულებს

ბერგამოს „ატალანტა“ სეზონის გუნდის ლიდერის, იოსიპ ილიჩიჩის გარეშე დაასრულებს. სლოვენიელმა ტრავმა ჯერ კიდევ 11 ივლისს მიიღო, მაგრამ დაზიანება იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ილიჩიჩი ბერგამოელებს ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალში“ ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, არაა გამორიცხული მომდევნო სეზონის სტარტიც გამოტოვოს.

ილიჩიჩს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა და 34 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის 4 გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვალენსიას“ გაუტანა.