ბოლო პერიოდში სექს-სკანდალებით სახელგანთქმული ბრაზილიელი სუპერ-შემტევი ნეიმარი ევროპის ბულვარული მედიის ერთ-ერთი საუკეთესო საკბილოა და ამ ბიჭის გვერდით მყოფი ქალბატონები შეიძლება ითქვას, რომ ავტომატურად ხდებიან საყოველთაო ჭორებისა და განსჯის საგანი.
ნეიმარს ბევრი მორალისტი კრულავს და ცხოვრების წესს უწუნებს, რაც ნამეტანავად არ მოეწონა ერთ დროს ფეხბურთელთა შორის მთავარ მექალთანედ აღიარებულ ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს, კრისტიან ვიერის, იგივე “ბობოს“, რომელმაც ნეიმარის დასაცავად სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა.
ვიერი ამბობს, რომ ნეიმარი სათაკილოს და სამარცხვინოს არაფერს სჩადის და თუკი სექსის სურვილი ქალის მხრიდანაცაა, უბრალოდ უნამუსობა იქნება ბრაზილიელის ხურუშიანად გამოცხადება. მთავარია, არ იყოს ძალადობა და იძულება და როგორც ვიერი ამბობს, სულელი უნდა იყოს ადამიანი ასეთ ამქვეყნიურ სიამეებზე უარი რომ თქვას.