„Krokus“ ბრუნდება

„Krokus“ ბრუნდება

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ახლო წარსულ;ში პოპულარული შვეიცარიული ჯგუფი „Krokus”-ის წევრები კვლავ გაერთიანდნენ და 2013 წელს ახალი ალბომის გამოშვებას აპირებენ.

ამ დისკის სავარაუდო სახელწოდებაა „Dirty Dynamite”. ეს ნამუშევარი ჯგუფის ისტორიაში რიგით მეჩვიდმეტეა.

შვეიცარიელი მუსიკოსების ბოლო ალბომის ჩაწერა ქალაქ ლონდონში მდებარე „Abbey Road”-ის ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობდა.

ჯგუფის წევრების მტკიცებით, ახალი დისკი დღის სინათლეს 2013 წლის 22 თებერვალს იხილავს.

ჯგუფი „Krokus” 1974 წელს, შვეიცარიაში ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებლები ვოკალისტი კრის ფონ რორი და გიტარისტი ტომი კიფერი იყვნენ. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა თექვსმეტი ალბომი ჩაწერეს.