რამდენიმე ხნის წინ პოპულარული კინომსახიობი ჯონი დეპი მეუღლეს, ფრანგ მსახიობსა და მომღერალ ვანესა პარადის ოფიციალურად დაშორდა.
მარტოდ დარჩენილი ჯონი სიყვარულის მორევში გადაეშვა და შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლიდა.
ცოტა ხნის წინ მამაკაცის „მორჯულება“ მსახიობმა ემბერ ჰერდმა მოახერხა. წყვილმა ერთად ხუთი თვე გაატარა. ჯონი ქალბატონ ემბერზე დაქორწინებას აპირებდა და 16 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი უყიდა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა რომ დეპი-ჰერდის სატრფიალო ურთიერთობა დასრულდა. საინტერესოა, რომ განშორების მთავარი ინიციატორი ქალი გამოდგა, რომელმაც გადაწყვიტა რომ დაქორწინებამდე უმჯობესია საკუთარი კინოკარიერა აიწყოს.
ჯონი დეპი კვლავ მარტო დარჩა. ჩვენი ამერიკელი კოლეგები ერთმანეთს მსახიობის მომავალი სატრფოს ვინაობის გამოცნობაში ეჯიბრებიან.