საფეხბურთო კლუბი „უესკა“ ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა. არაგონის გუნდმა, რომელსაც წარსულში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, მიჩელი ამზადებს, ელიტის საგზური „ნუმანსიას“ (3:0) დამარცხებით მოიპოვა.
„უესკა“ ქვედა დივიზიონში შარშან დაქვეითდა და უკან ერთ წელიწადში დაბრუნდა, რაც ესპანეთში იშვიათი შემთხვევაა. არაგონელებთან ერთად პრიმერადივიზიონის საგზური „კადისმა“ მოიპოვა, მესამე გუნდის ვინაობა კი სეგუნდადივიზიონის ფლეი-ოფის დასრულების შემდეგ გაირკვევა.