ლიდსის ერთ-ერთ ქუჩას მარსელო ბიელსას სახელი დაერქმევა, მისი წყალობით ამ ქალაქის გუნდმა პრემიერ ლიგის საგზური 16-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა

ლიდსის ერთ-ერთ ქუჩას მარსელო ბიელსას სახელი დაერქმევა, მისი წყალობით ამ ქალაქის გუნდმა პრემიერ ლიგის საგზური 16-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა

ლიდსის ერთ-ერთ ქუჩას მარსელო ბიელსას სახელს დაარქმევენ, რომლის ხელმძღვანელობითაც ამ ქალაქის გუნდმა პრემიერ ლიგის საგზური 16-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Buenos Aires Times-ი ავრცელებს.

ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ქუჩა უკვე შერჩეულია და ოფიციალური ცერემონიალი თვის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

1919 წლის 17 ოქტომბერს დაარსებული „ლიდსი“ ინგლისის 3-გზის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის 2-გზის მფლობელია, ხოლო ასოციაციისა და ლიგის თასი თითოჯერ აქვს მოგებული.