16-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდსი” ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა

16-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდსი” ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა

16-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი” ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგაში დაბრუნდა. მას შემდეგ რაც „ვესტ ბრომვიჩი” „ჰადერსფილდთან” დამარცხდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ „ლიდსს“ სატურნირო ცხრილში ვერც ერთი მდევარი დაეწეოდა.

მარსელოს ბიელსას მომზადებულმა გუნდმა პრემიერლიგის საგზური „ჩემპიონშიპის“ დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

1919 წლის 17 ოქტომბერს დაარსებული „ლიდსი” ინგლისის სამგზის ჩემპიონი და ინგლისის სუპერთასის ორგზის მფლობელია, ხოლო ასოციაციისა და ლიგის თასი თითოჯერ აქვს მოგებული.