ამერიკის შეერთებული შტატების განახლებულ უმაღლეს ლიგაში „სან ხოსემ“ პირველი თამაში მოიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას MLS Soccer ავრცელებს.
კალიფორნიის გუნდმა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, „ვანკუვერი“ 4:3 დაამარცხა.
კალიფორნიელები 59-ე წუთზე 1:3 აგებდნენ და მესამე ბურთი მას შემდეგ გაუშვეს, როდესაც მათი მეკარე ვეგა კაშიასთვის გადაცემის გაკეთების დროს უხეშად შეცდა. საბოლოოდ ბოლო 18 წუთში „სან ხოსემ“ მასპინძელთა კარში სამი ბურთი გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კაშიამ სრულად ითამაშა, ყაზაიშვილი კი 63-ე წუთზე შეცვალეს. ორი ტურის შემდეგ „სან ხოსე“ MLS-ის B ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეს გუნდი სტუმრად „ჩიკაგოსთან“ გამართავს.