„ტოტენჰემის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა საკლუბო კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BT ავრცელებს.
თავისთვის საიუბილეო ნიშნულს 26 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგის 36-ე ტურში „ნიუკასლთან“ შეხვედრაში მიაღწია, სადაც მან დუბლი შეასრულა.
200 გოლიდან, კეინმა 184-„ტოტენჰემის“, 9-„მილუოლის“, 5-„ლეიტონის“ და 2-„ლესტერის“ შემადგენლობაში გაიტანა.
საინტერესოა, რომ ინგლისელ ფორვარდს ჩემპიონატში აქამდე 29 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და ყველა მათგანის კარში მინიმუმ ერთი ბურთი აქვს გატანილი. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი ჰარი კეინის ანგარიშზე 45 მატჩში, 32 გოლია.