„რუბინისა“და „როსტოვის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

„რუბინისა“და „როსტოვის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას და ზურა დავითაშვილის „რუბინმა“ „როსტოვს“ უმასპინძლა და შეხვედრა უგოლო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, თუმცა ამ შეხვედრაში თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

19 წლის ქართველ შემტევს რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. განსაკუთრებით ეფექტურად მან მატჩის მიწურულს ითამაშა, როდესაც კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე დრიბლინგით როსტოველთა მცველებს გასცდა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია.

დავითაშვილი კი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. 29 ტურის შემდეგ „რუბინი“ მე-10 ადგილზეა. ბოლო ტურის მატჩს ყაზანელები 22 ივლისს მოსკოვის „სპარტაკთან“ ჩაატარებენ.