„უნიქარდი“ ბაზარზე 2010 წლის 8 აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. დღეს უნიქარდით სარგებლობა 200-ზე მეტ კომპანიის 1000-მდე ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს.
უნიქარდმა 1 დეკემბრამდე 108 784 საჩუქარი გასცა და 417 005–ზე მეტი მომხმარებელი შეიძინა. საჩუქრები მრავალფეროვანია და მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. საჩუქრების ღირებულება უკვე 12 ქულიდან იწყება. ნესმისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი.
საინტერესოა, რა სიახლეებს გვთავაზობს საახალწლოდ „უნიქარდი“ და რა გეგმები აქვს 2011 წელს, გვესაუბრება „უნიქარდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანა კოშაძე:
–უნიქარდი საახალწლოდ მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან აქციებს სთავაზობს. ამჟამად, უნიქარდის მფლობელებისთვის მიმდინარეობს აქცია „ჯინსის გალერეაში“, სადაც „უნიქარდი“ მყიდველს გაზრდილ ქულებს სთავაზობს, ყოველ 10 ლარზე 4 ქულას. აღნიშნული აქცია გაგრძელდება 15 დეკემბრამდე. ასევე ელიტ ელექტრონიქსში დღეს დაიწყო საკმაოდ საინტერესო აქცია, რომლის ფარგლებშიც „უნიქარდის“ მფლობელები ნებისმიერი ნივთის შეძენისას მიიღებენ გაორმაგებულ ქულებს, ხოლო მსხვილი ტექნიკის შეძენისას დამატებით 50 ლარიან საახალწლო ვაუჩერს. „ელიტ ელექტრონიქსი“ გამოირჩევა მრავალფეროვანი არჩევანით, აქ წარმორდგენილია საკმაოდ ცნობილი ბრენდების საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. გარდა ამისა, „ახალ ნათებასთან“ ერთად დავიწყეთ ფასდაკლებებისა და გაზრდილი ქულების აქცია. მთელი დეკემბერი საკმაოდ დატვირთული იქნება უნიქარდის მომხარებლისთვის, ამასთან ეს იქნება სახალისო და სასიამოვნო პროცესი.
საინტერესო თვე გველის, გარდა ამისა, უნიქარდი საკმაოდ გააქტიურდა წამახალისებელი აქციების თვალსაზრისით სოციალურ მედიაშიც, როდესაც უნიქარდი სოციალურ ქსელში გამოჩნდა და თავისი ოფიციალური გვერდი შემოგვთავაზა ფეისბუქზე, მაშინ წარმოიდგენდით, რომ ასე მოკლე დროში 15 ათასი მეგობარი გეყოლებოდათ?
–ძალიან სასიამოვნოა, რომ ასე მოკლე დროში შეგვიყვარა მომხმარებელმა. 15 ათასზე მეტი მეგობარი ფეისბუქზე, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებლია, ისინი აქტირუობენ, გვისვამენ შეკითხვებს, გამოხატავენ პრეტენზიებსა და შენიშვნებს. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეულ მათგანს. ვაწყობთ სახალისო კონკურსებს, ჩვენი სურვილია რომ ქულების დაგროვების პროცესი იყოს სასიამოვნო. გათამაშებები ეწყობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად. მას აქვს ერთობლივი კვირეულის სახე. ახლახანს დასრულდა ბოულინგ ცენტრთან ერთად საკმაოდ საინტერესო კვირეული, გვყვავას გამარჯვებულები, ჩვენ ვათამაშებთ ქულებს, გარდა ამისა პარტნიორებიც აწესებენ სასიამოვნო საჩუქრებს. ამ ეტაპზე კვირეული მიმდიანრეობს პრაიმ ფიტნესთან ერთად, ასე რომ შემოგვიერთდით.
ახალი პარტნიროები თუ შეიძინეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში?
–ჩვენს 70-ზე მეტ სუპერმარკეტების რიცხვსი კდიევ დაემატა სუპერმარკეტი „ოსკარი“ და „ნეომარკეტი“. ვცდილობთ ფართო არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს. კიდევ ერთი სიახლე, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ქორწილისთვის ემზადებიან. გაიხსნა PRONOVIAS საქორწინო კაბებისა და აქსესუარების სალონი. ეს არის საკმაოდ ცნობილი ესპანური ბრენდი. რომელიც 70-ზე მეტი ქვეყანაში სარგებლობს საკმაოდ დიდი პოპულარობით. კომპანია მომხამრებელს ასევე შესთავაზებს სხვადასხვა ბრენდებს, მათ შორის ELIE SAAB-ისა და LASPOSA-ს საქორწინო კაბებსა და აქსესუარებს. უნიქარდის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დააგროვონ ქულები - ერთ კაბაზე 300 ქულა. პროდუქციის ღირებულება სრულიად შეესაბამება საქართველოში ამ სფეროში არსებულ ქართველი დიზაინერების სალონებში არსებულ პროდუქციის ფასს.
უნიქარდი ბაზარზე 8 აპრილს შემოვიდა, ამ ხნის განმავლობაში როგორი სურათი მივიღეთ, მოხმარებელმა შეიყვარა უნიქარდი ისე როგორც დაგეგმილი იყო?
–გვყვავს 420 ათასამდე მომხმარებელი, ვფიქრობთ რომ წარმატებულია ჩვენი შემოსვლა ბაზარზე. „უნიქარდის“ მიმართ მომხმარებელი დადებითად განეწყო. ისინი საკმაოდ მალე ჩაერთნენ პროცესში. ვითვალსიწინეთ მათ შენიშვნებს, მოთხოვნებს, მათ რჩევებს. მათ ქცევებზე დაყრდნობით იქმნება უნიქარდის სასაჩუქრე კატალოგი, პარტნიორი კომპანაიების სია, ახალის სერვისები, აქციები. დეკემბრის მეორე ნახევრიდან მომხმარებელს 2 ახალ სერვისს შევთავაზებთ, შესაძლებელი გახდება ანგარიშების გაერთიანება, კერძოდ, სხვადასხვა ანგარიშზე დაგროვილი ქულების გაერთიანებისა და ერთობლივად ქულების დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. 2 ან მეტი ადამინი თუ მოინდომეს ქულების გაერთიანებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ასევე ქულების ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვაც ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთს აჩუქონ არამხოლოდ საჩუქრები, არამედ ქულებიც.
2011 წლის უახლოეს გეგმებზე რას გვეტყოდით?
–ახალი წელი გაგრძელდება წამახალისებელი აქციებით მომხმარებელთან. ჩვენ მომავალ წელსაც გავანებივრებთ მომხარებელს, ასევე ვგეგმავთ გავაფართოვებთ ჩვენი ქსელი, 2011 წელს „უნიქარდზე“ ქულების დაგროვება თელავსა და ზუგდიდშიც გახდება შესაძლებელი.