ამერიკული დაზვერვა სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე საუბრობს

ამერიკული დაზვერვა სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე საუბრობს

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გამოაქვეყნა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე მორიგი ანგარიში, რომელშიც საქართველოზეც არის ლაპარაკი.

"დაძაბულობის დიდი წილი გამომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის, ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნისა, ასევე ამ რეგიონებთან რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისგან"," - ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ის დაზვერვის შეფი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც განიხილავს.

"ახალი კონსტიტუცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გააძლიერებს, რაც ზოგიერთებს იმის მოლოდინს უჩენს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენას შეეცდება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე"", - აცხადებს კლაპერი.