„ლაციოს“ ფეხბურთელი ფრანჩესკო აჩერბი „სასუოლოსთან“ შეხვედრის შემდეგ კლუბის ექიმს, ივო პულჩონის ფიზიკურად დაუპირისპირდა

„ლაციოს“ ფეხბურთელი ფრანჩესკო აჩერბი „სასუოლოსთან“ შეხვედრის შემდეგ კლუბის ექიმს, ივო პულჩონის ფიზიკურად დაუპირისპირდა

„ლაციოს“ ფეხბურთელი ფრანჩესკო აჩერბი „სასუოლოსთან“ შეხვედრის შემდეგ კლუბის ექიმს, ივო პულჩონის ფიზიკურად დაუპირისპირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzeta Dello Sport ავრცელებს.

გასახდელში მომხდარ დაპირისპირებაში ფიზმომზადების მწვრთნელი ფაბიო რიპერტი და მისი ასისტენტი ჯორჯო გასპარინიც მონაწილეობდა.

კონფლიქტი საბოლოოდ საქმეში გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის ჩარევის შედეგად დარეგულირდა, რომელიც სავარაუდოდ ჩხუბის მონაწილეებს მკაცრად დასჯის.

პაუზის შემდეგ განახლებულ იტალიის ჩემპიონატს „ლაციო“ ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა და ექვსიდან ოთხი მატჩი წააგო.