12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს” შემადგენლობაში „ბილბაოსთან” მატჩის 89-ე წუთზე გამოჩნდა და დროის ამ მოკლე მონაკვეთში ბასკები მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეხვედრა ქოჩორაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ანგარიშით 1:2 წააგეს. ბოლო ქართველი, რომელმაც პრიმერადივიზიონში ითამაშა, შოთა არველაძე იყო და 2008 წელს მასაც თავის გამოჩენის საშუალება „ლევანტეში” მიეცა.