„მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია სრულად მოეხსნა. საქმეზე საბოლოო განხილვა დღეს, ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაასრულა და ინგლისის პრემიერლიგის გრანდს სასჯელი მთლიანად მოუხსნა.
დისკვალიფიკაციის მოხსნის გარდა, „სიტის“ 30-მილიონიანი ფინანსურ ჯარიმა სამჯერ შეუმცირეს და მანჩესტერელები 10 მილიონს გადაიხდიან, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის მსვლელობის პროცესში გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის ლიგაზე თამაში ორი წლით აეკრძალა და უეფას ვერდიქტი ინგლისელებმა საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს, რამაც მათთვის სასურველი შედეგი მოიტანა.