ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას

ჩვენ ვხედავთ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას საზღვარგარეთ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ თავის საქმიანობით მუდმივად გამოირჩეოდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით.

„რამდენი ფულიც უნდა დახარჯოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ე.წ. ლობიში, მათ ვერ ექნებათ წარმატება ამ სფეროში და მაქსიმუმია განცხადებები, რაც ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში დოკუმენტებში შეპარვით იდება. ახლაც, კონგრესის მიერ განსახილველ დოკუმენტში ერთი ფრაზა შეაპარეს. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ თავის საქმიანობით მუდმივად იყო გამორჩეული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არსებობს დოკუმენტში, სადაც ჩამოთვლილია ლობისტების დახმარებით ვის ხვდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რაზე ესაუბრებოდნენ მათ. ამავე დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ პარტია პიარ კომპანიას ამ საქმიანობისთვის 250 ათას ამერიკულ დოლარს უხდის, ხელშეკრულების ვადა 2020 წლის შვიდ ოქტომბრამდეა.