გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის დღევანდელ დისტანციურ სხდომაზე მიიღეს.

ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 და 14 სექტემბერს თასის გათამაშების საწყისი ეტაპის მატჩების გამართვაა დაგეგმილი. წინა სეზონებისგან განსხვავებული კი ის არის, რომ ზამთრის შესვენება შემოკლებულია და ბუნდესლიგის მეორე წრე იანვრის პირველ რიცხვებშივე დაიწყება. ამის მიზეზი ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატია, რის გამოც ყველა საკლუბო ტურნირი მაისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც „ვერცხლის სინი“ ოცდამეათედ მოიპოვა.