„ლიდსის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ჯეკ ჩარლტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 85 წლის იყო. ფეხბურთელს ლიმფომა ჰქონდა, შარშან კი დემენცია დაუდგინდა.
ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ტურნირი მოიგო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ის წარმატებული მწვრთნელი იყო. ჩარლტონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი იყო.