მსგავსი სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა – დამოუკიდებელი ექსპერტი

მსგავსი სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა – დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ სისხლჩაქცევები, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა, მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა.

„ეს სისხლჩაქცევები, როგორც მცირე მენჯის წინა კედელზე, ასევე რეტროპერიტონიალურად, მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. ამას შედარებით მეტი ძალის გამოყენება სჭირდებოდა. ეს ბლაგვი სახის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებშია განლაგებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები მან ცემის შედეგად მიიღო, ერთ ადამიანს მიეყენებინა", - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

დღეს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.