ვახო ხუზმიაშვილი მედიის თავისუფლებაზე: 2004-2005 ის წლებია, როცა არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო - დღეს ყველაფერი მოსულა ქართულ მედიაში, ვის რა ეკრძალება?

ვახო ხუზმიაშვილი მედიის თავისუფლებაზე: 2004-2005 ის წლებია, როცა არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო - დღეს ყველაფერი მოსულა ქართულ მედიაში, ვის რა ეკრძალება?

თურმე, 2004-2005 წლებში ვიყავით 94-ე ადგილზე. ეს ის წლებია, როცა ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო, - განაცხადა „თავისუფალი სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა მედიის თავისუფლებაზე საუბრისას.

„ტელეკომპანია „იბერიაში“ ვმუშაობდი მაშინ და შემთხვევით გადავურჩით სიკვდილს ისეთი სროლები ატყდა. 2007 წელს, როდესაც ტელეკომპანია „იმედი“ შტურმით აიღეს, თურმე მთლად ოქროს ხნა ყოფილა. მე იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად და იდეალურად არის, მაგრამ დაგვცინიან ასეთ ანგარიშს როცა წერენ?

ვისაც არ ეზარება საინფორმაციო სააგენტო აქვს გახსნილი, ვისაც არ ეზარება ჟურნალისტი გახდა. ყველაფერი მოსულა ქართულ მედიაში, არავითარი ზღვარი აღარ არსებობს. მაინტერესებს ვის რა ეკრძალება რომ გადასცეს ეთერში, დედის გინება ისმის ქართული მედია ეთერებიდან. რა თვალსაზრისით არის ინფორმაციის გავრცელებაში შეზღუდვა“, - აღნიშნა ვახო ხუზმიაშვილმა.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიათავისუფლების ინდექსის მიხედვით, წელს საქართველო მსოფლიოში 114-ე ადგილზეა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ამ კუთხით უკეთესი ვითარებაა.

მარბიელი რასაც ეს ოპო მედიები "პირველი, ფორმულა, კავკასია" ილანძღებიან, იფურთხებიან, სიცრუეებს ავრცელებენ, სხვა რა უნდათ? ფული? :)) ჩვენს ლანძღვაში და ფეიკებში ფულიც უნდა ვუხადოთ? აბა რა? რის გაკეთება უნდათ და რას უკრძალავენ?
3 საათის უკან