ავთანდილ კუნჭულია პლაკატის „საქართველო აღარავის დაემონება“ დაზიანებაზე: ბევრი გამოკვლევა და გამოძიება არ სჭირდება იმას თუ ვინ ჩაიდენდა ამ საქციელს

ავთანდილ კუნჭულია პლაკატის „საქართველო აღარავის დაემონება“ დაზიანებაზე: ბევრი გამოკვლევა და გამოძიება არ სჭირდება იმას თუ ვინ ჩაიდენდა ამ საქციელს

„ქართულ ოცნებაში“ თბილისის ცენტრში პლაკატის წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ დაზიანებას ეხმაურებიან. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი მმართველი პარტიის პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ გააკეთა.

„ბევრი გამოკვლევა და გამოძიება არ სჭირდება იმას თუ ვინ ჩაიდენდა ამ საქციელს. დიდი ალბათობით, ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღესაც რუსთაველზე დგას და ითვლის თუ რამდენი დღის განმავლობაში ასრულებს კარგად საკუთარი პატრონის დავალებას და რა დოზით ავნო საქართველოს. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც დაინახა წარწერა, რომ საქართველო აღარასოდეს არავის დაემონებოდა, გაღიზიანდა. ეს აღიზიანებს მის პატრონსაც. შესაბამისად, შეასრულა ის დავალება, რაშიც ფულს იღებს“, - მიიჩნევს კუნჭულია.

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.

მარბიელი გამოძიება დიახაც სჭირდება; უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა მონობა და ჩამდენმა სხვისი ნივთის დაზიანებაზეც უნდა აგოს პასუხი
3 საათის უკან