სკოტ ბესენტი: შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში არსებით პროგრესს მივაღწიეთ

სკოტ ბესენტი: შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში არსებით პროგრესს მივაღწიეთ

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. სკოტ ბესენტი მადლობას უხდის შვეიცარიას, სადაც მოლაპარაკებები გაიმართა და აცხადებს, რომ შეხვედრის შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მალე გაასაჯაროებს.

„მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ არსებით პროგრესს მივაღწიეთ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩვენს შვეიცარიელ მასპინძლებს. შვეიცარიის მთავრობამ მოლაპარაკების ჩასატარებლად შესანიშნავი ადგილი შემოგვთავაზა, რამაც, ვფიქრობ გამოიწვია ის პროდუქტიულობა, რაც ვნახეთ. დეტალებს ხვალ გავასაჯაროებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო“, - აღნიშნულია ბესენტის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ორდღიანი მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის ჟენევაში შაბათ-კვირას გაიმართა.