კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი ისევ ერთად? არც „რეალში“ და არც „იუვენტუსში“, არამედ „მარსელში“. ასეთ სცენარზე ტუნისში დაბადებული მოჰამედ აიაჩი აირუდი ოცნებობს, რომელსაც ფრანგული კლუბის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მომავალში არაფერს გამორიცხავს.
„კრიშტიანუ პატივისცემასა და დისციპლინას განასახიერებს. მე მიყვარს ფეხბურთი და სპორტის კეთილშობილური მხარე. თუ ვოცნებობ „მარსელში“ მის გადაყვანაზე? ყველაფერი შესაძლებელია, ის დიდსულოვანია და ყველაფერს დებს საკუთარი გუნდისთვის...
ვილაშ-ბოაში ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ზიდანის მოწვევა? ვნახოთ რა მოხდება მომავალში“, - თქვა აირუდიმ.
შეგახსენებთ, „მარსელმა“ 2019-2020 წლების სეზონში ლიგა 1-ში წარმატებით იასპარეზა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.