„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sport News ავრცელებს.

რომაული კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა არასპორტული საქციელი „ლეჩეს“ მოთამაშის ჯულიო დონატის წინააღმდეგ თამაშისას ჩაიდინა, რის გამოც მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა.

სადისციპლინო კომიტეტმა კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, პატრიკი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

წლევანდელ სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში გაბარონის ანგარიშზე 1 გოლია.