ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.

აბიტურიენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.