სალომე სამადაშვილი უბრალოდ ცდილობს დაანახოს ამ ხალხს, ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ ქვეყნის სათავეში მორჩილი მარიონეტები მოვიდნენ, რომ თვითონ ჯობია სხვას, თვითონ მეტი უნარი აქვს პროცესის დესტაბილიზაციის განვითარების, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავარი არ არის რას ითხოვენ ოპოზიციის მხარდაჭერები ქუჩები, მთავარია რა სურს ევროპას.
„თავის პატრონებს აჩვენებს თავს, თორემ რეალურად არც საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება და, რასაკვირველია ევროკავშირშიც არ არის ცალსახა დამოკიდებულება, თუ არ ჩავთვლით ევრობიუროკრატიას, რომელსაც საკმაოდ მყარად უჭირავს მართვის სადავეები ხელში“, - აღნიშნავს ვოლსკი.