პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.
"მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. ეს კითხვები არ არის ისეთი, რომ სანამ ეს ტრაგედია ცხელია, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ გამოძიებას. სპეკულირება ამ საქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ამორალურია. პირველი მთავარი ამოცანაა, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. თუ გამოძიების პროცესში ჩართულმა ვინმემ, სამართალდამცველმა ჩაიდინა კანონდარღვევა ამისთვის არსებობს პროკურატურა. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი", - განაცხადა პრემიერმა.