სალომე სამადაშვილი: ვაშინგტონის გზავნილია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების დროა

სალომე სამადაშვილი: ვაშინგტონის გზავნილია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების დროა

ნიშანდობლივია, რომ კონგრესმა აუცილებლობად ჩათვალა, დეტალურად განემარტა, რას გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

„პირდაპირ არის საუბარი, რომ დღეს, შეშფოთებას იწვევს ოლიგარქიული, არაფორმალური გავლენა ქვეყნის მართვაზე, ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მასმედიასა და თავისუფალ არჩევნებზე. ვფიქრობ, რომ გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მას მიუთითეს, უახლოეს მომავალში რა უნდა მოხდეს – ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს, არჩევნებამდე უნდა მოიხსნას ყველანაირი ზეწოლა მედიასა და ოპოზიციაზე. შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის ყველა პუნქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იქნება. ეს არის ის გზავნილი, რაც დღეს დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გასაგონად“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონის გზავნილია, რომ „ქვეყანაში არის პოლიტიკური ცვლილებების დრო და ამ ცვლილებებს ხელი არ უნდა შეუშალოს ოლიგარქმა და მისმა ხელისუფლებამ“.

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, კონგრესი ამ შეთავაზებას დაამტკიცებს. ანუ, დახმარების ნაწილი გაიყინება და ქვეყანას სანქცია დაეკისრება, მაგრამ რას გააკეთებს კონგრესი მომავალში, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უახლოეს თვეებში. თუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აპირებენ, რომ იგივე სახის არჩევნები ჩაატარონ და მიითვისებენ დემოკრატიულ პროცესს, მათთვის მძიმე შედეგი იქნება, ამის შესახებ გააფრთხილეს. ქვეყანაში არის პოლიტიკური ცვლილებების დრო და ამ ცვლილებებს ხელი არ უნდა შეუშალოს ოლიგარქმა და მისმა ხელისუფლებამ – ეს გზავნილია ვაშინგტონიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა.

Katana . "ქვეყანაში არის პოლიტიკური ცვლილებების დრო და ამ ცვლილებებს ხელი არ უნდა შეუშალოს ოლიგარქმა და მისმა ხელისუფლებამ – ეს გზავნილია ვაშინგტონიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა.
!
სავსებით ვიზიარებ ვაშინგტონის გზავნილს!.. - საქართველოში ნამდვილად არის ცვლილებების დრო: ნაცების კლასტერი სამუდამოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან და ამაში ქართველ ხალხს ხელი არ უნდა შეუშალოს ოლიგარქმა და მისმა ხელისუფლებამ, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს!!!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სალომე შე სამგლე, შენა! ეს უტიფარი აშშ კიდევ იხტიბარს რომ არ იტეხს?! დაგემხოთ ბიძია სემ თავზე თქვენი ნაყაჩაღარი, ნაბუტლეგერალი ქვეყანა , რა ვერ ხედავთ, დაყრუვდით, დაბრმავდით?! კოლუმბი ამერიკაში ნამყოფიც არ იყო ჩვენ ფოთში ბურგუნდიის ყაჩაღ მეფეს და მის მეკობრეებს საკუთარი ქაქი ვაჭამეთ! ჩვენ შეგვეშვით კარგადაც და ავადაც, ყველანაირად, ჩაგვიარეთ!
3 წლის უკან