ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ არ დაიწყო ამ დრომდე „სოლიდარობის კვლევა“

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ არ დაიწყო ამ დრომდე „სოლიდარობის კვლევა“

საქართველოს „სოლიდარობის კვლევაში“ ჩართულია, მაგრამ თავად კვლევა ჯერ არ დაწყებულა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, 4 წამლის სხვადასხვა კომბინაციაში გამოყენებაზე გრძელდება მსჯელობა. „აქედან 2 წამალი ჯანმომ ჯერ დაუშვა კვლევაში, შემდეგ ამოიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის. საქართველო ამ კვლევის ერთ-ერთი მონაწილეა, ამ წამლებიდან უმეტესობა შემოტანილია ქვეყანაში. ანუ დასტური, რომ კლინიკური კვლევა საქართველოში ჩატარდება, არის და ის უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.