გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს შესაძლო მტკიცებულებები გადაეცათ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს შესაძლო მტკიცებულებები გადაეცათ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს ბოლო 4 დღის განმავლობაში მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები გადაეცათ. ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის თქმით, საბუთებში არის სხვადასხვა სახის, მათ შორის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები. ასევე 10-მდე მობილური ტელეფონი, რომლებიდანაც არის ამოღებული ინფორმაცია - ვიდეო და აუდიო მასალა, აღდგენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

„დარწმუნებული ვართ, რომ ამ შესაძლო მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ გაგნიძეს და მახარაძეს არანაირი ბრალი არ მიუძღვით წარდგენილ ბრალდებებში“, - ამბობს მამულაშვილი.