ის რაც ვიხილეთ ქუჩაში წინასაარჩევნო პერიოდში და პოსტსაარჩევნოდ, ოპოზიციის მხრიდან დადგმული და დაგეგმილი, ზუსტად მაგ პერიოდში მოხდა დიდი ლუსტრაცია მათი და მათი ქმედებების ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია „იმედზე“ შეტევაზე საუბრისას.
„დუმილი ბევრად უფრო ხმამაღალი განაცხადია, ვიდრე ნებისმიერი სახის ფასადური განცხადება რომ გაეკეთებინა დიპლომატიური კორპუსის რომელიმე წარმომადგენელს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
შეტევა ტელეკომპანია „იმედზე“. რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედი უნდა დაიხუროს. რამდენიმე დღის წინ კი იყო ქრონიკის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.