ბუფონმა აღიარა, რომ სკოლა არ დაუმთავრებია

ბუფონმა აღიარა, რომ სკოლა არ დაუმთავრებია

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სკოლაში განაგრძობს სწავლას.

„როდესაც ფეხბურთს დავანებებ თავს, სკოლას დავამთავრებ, რადგანაც სწავლის შეწყვეტის გამო მშობლები 30 წელი ტვინს მიბურღავდნენ,“-აღნიშნა „იუვეს“ გოლკიპერმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 42 წლის ბუფონმა ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.