მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას გაშვებას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, „ლოკომოტივი“ ცენტრალურ მცველს ეძებს და ამ პოზიციაზე კვირკველიას სავარაუდო შემცვლელებიც ჰყავს, რომლებიც 28 წლის ქართველ ფეხბურთელზე უმცროსები არიან.
გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, ქართველი მცველი ახალ კლუბში იჯარის წესით გადავა თუ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.
საბა კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან თამაშობს. მოსკოვურ კლუბთან მას ხელშეკრულება 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 6.5 მილიონი ევროა.
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „რკინიგზელებთა“ რიგებში 6 მატჩი, თითო შეხვედრა კი ჩემპიონთა ლიგაზე და რუსეთის თასის გათამაშებაზე ჩაატარა.